ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰელსინკის კომისია: პრეზიდენტმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე

ჰელსინკის კომისია: პრეზიდენტმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე

ჰელსინკის კომისია მორიგ განცხადებას აქვეყნებს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. სოციალურ ქსელ "X"-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენციას ეხმიანებიან, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობს.
"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სერიოზული წუხილი გააჟღერა ამ უქმეებზე, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ",- ვკითხულობთ განცხადებაში.
ჰელსინკის კომისია საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ დაშინებისა და მოსყიდვის შემთხვევები დაფიქსირდა როგორც არჩევნებამდე, ისე მას შემდეგ.
"როგორც არჩევნების დღემდე, ასევე არჩევნების დღეს, იყო სანდო ცნობები ამომრჩეველთა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და შევიწროების და ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ",- ვკითხულობთ "X"-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ჰელსინკის კომისია მოუწოდებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, აუცილებელია ამერიკის საგარეო უწყებამ მკაფიო განცხადება გააკეთოს ამის შესახებ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარატამენტს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:
· "ქართული ოცნება" - 53,93%;
· "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,03%;
· "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161%;
· "ძლიერი საქართველო" - 8,814%;
· "გახარია საქართველოსთვის" - 7,771%.
ცესკოს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია შედეგებს არ ცნობს. არალეგიტიმურს უწოდებს არჩევნებს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ოპოზიციური პარტიებიდან მინიმუმ ორი პარლამენტში შესვლას არ აპირებს. როგორც პრეზიდენტი, ისე ოპოზიციური სპექტრი, მოუწოდებენ საქართველოს მოსახლეობას, ხვალ, 28 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.