ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰელსინკის კომისია - თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა

თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში წერს.
„თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ქოლ-ცენტრების საქმიანობა უნდა შეაჩეროს, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ“, - წერს ჰელსინკის კომისია X-ზე.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ე.წ. ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ მოქმედებისკენ გასულ თვეში, ენტონი ბლინკენისთვის გაგზავნილ წერილშიც მოუწოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.