არქივი1 მაისი, 2024, 22:55
ჰელსინკის კომისია: აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს
აშშ-ს ჰელსინკის კომისიამ საქართველოში რუსული კანონის რეინიცირების და მიმდინარე აქციების ციკლის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გამოაქვეყნეს.
"ქართველმა ხალხმა აირჩია დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური მომავალი. შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს ამ არჩევანს და ქართველ ხალხთან იდგება მათ წინააღმდეგ, ვინც მათ თავისუფლებას ავიწროებს" - წერია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.