ჰელსინკის კომისიაში რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონებზე იმსჯელებენ, მათ შორის საქართველოზე აქცენტითაც

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში, რომელიც „ჰელსინკის კომისიის“ სახელით არის ცნობილი, დღეს, 20 ივნისს გაიმართება ბრიფინგი „უცხოური აგენტის“ კანონმდებლობის შესახებ, საქართველოზე, ყირგიზეთზე, სლოვაკეთსა და უნგრეთზე განსაკუთრებული აქცენტით.
ჰელსინკის კომისია აწყობს როგორც საჯარო, ისე თანამშრომლების ბრიფინგებს ექსპერტ-მომხსენებლებთან ერთად ეუთო-სთან დაკავშირებულ საკითხებზე. დღევანდელი ბრიფინგის მომხსენებლები იქნებიან ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა ცენტრის უფროსი იურიდიული მრჩეველი იასმინ კამერონი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი და „სლოვაკეთის მეგობრების“ თავმჯდომარე მარტინა ჰრვოლოვა.
„2012 წელს რუსეთმა მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც არაერთგზის გამოიყენება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის დარბევის, ორგანიზაციების დახურვისა და დისიდენტების დასაპატიმრებლად. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა ქვეყნებში გავრცელდა რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონები, რომლებიც, გამართლებულია უცხოური დაფინანსებისა და გავლენის გამჭვირვალობის სახელით, მაგრამ სინამდვილეში გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების კონტროლისა და შეზღუდვისთვის“, — ნათქვამია ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ ანონსში.
ჰელსინკის კომისია ხაზს უსვამს, რომ ამ კანონმდებლობის მიღება ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების, დამოუკიდებელი მედიისა და არჩევნების დამკვირვებლების მზარდი რეპრესიების გარემოში და ხშირად მიემართება -ისა და ევროპის მხარდაჭერილ სამოქალაქო საზოგადოებას.
„მთავრობები ტყუილად აცხადებენ, რომ მათი კანონები ჰგავს გამჭვირვალობის ან ლობირების კანონებს შეერთებულ შტატებსა და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში“, — აცხადებს ჰელსინკის კომისია.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო ვილსონი ამავდროულად არის MEGOBARI აქტის ინიციატორი. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს შეწყვეტს და „ოცნების“ წარმომადგენელთა სანქცირებას წინააღმდეგ შემთხვევაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს