ჰეილი ნიუ-ჰემფშირში პარტიულ არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას ცდილობს

-ის ყოფილი ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი ორშაბათს ნიუ-ჰემფშირში საარჩევნო კამპანიის შეხვედრებს მართავს იმ იმედით, რომ შეაჩერებს ს წინსვლას 2024 წლის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის გზაზე. შტატის შიდა პარტიული არჩევნები 23 იანვარს გაიმართება.
რვა დღის შემდეგ, ტრამპმა ნომინაციის გზაზე, აიოვას შტატის კოკუსში, რომელიც პირველი შიდა პარტიული კენჭისყრაა, რეკორდული გამარჯვება მოიპოვა. ნიუ-ჰემფშირში ყოფილი პრეზიდენტი მიზნად ისახავს საბედისწერო დარტყმა მიაყენოს ჰეილის საარჩევნო კამპანიას მორიგი გამარჯვებით.
პარტიის შიგნით ახლა მხოლოდ ეს ორი კანდიდატი იბრძვის ნომინაციისთვის მას შემდეგ, რაც ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა დაასრულა თავისი კამპანია და მხარი ყოფილ პრეზიდენტს დაუჭირა. ყველა სხვა მთავარი კანდიდატი რბოლას, აიოვას პრაიმერს შემდეგ გაეთიშა.
ჰეილისთვის ნიუ-ჰემფშირი წარმოადგენს ალბათ მის საბოლოო შანსს აჩვენოს, რომ რესპუბლიკელი ამომრჩევლის ბაზამ შესაძლოა გარდა ტრამპისა სხვა კანდიდატსაც მისცეს ხმა. პრეზიდენტი ტრამპის კამპანია 91 ბრალდების გამოძიების ფონზე მიდის. ტრამპი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და ამბობს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
ჰეილის გამარჯვებამ შეიძლება მისცეს მის კამპანიას იმპულსი და მეტი დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობა. შემდეგ უკვე მას მოუწევს მხარდაჭერის მოპოვება, 24 თებერვალს, სამხრეთ კაროლინაში, მის მშობლიურ შტატში დაგეგმილ შიდაპარტიულ კენჭისყრაში. თუმცა, თუ ტრამპი ნიუ-ჰემფშირში გაიმარჯვებს, ეს თითქმის გარდაუვალს გახდის მის მიერ პარტიის ნომინაციის მოპოვებას 2024 წლის არჩევნებში.

ასევე დაგაინტერესებთ