არქივი26 თებერვალი, 2024, 17:40
„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 60 რაკეტა გაისროლა
„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 60 რაკეტა გაისროლა.
„ქალაქ ბაალბექის მახლობლად განხორციელებული სიონისტური აგრესიის საპასუხოდ, „ჰეზბოლამ“ გოლანის მაღლობებზე მდებარე სამხედრო ბაზას 60 რაკეტით დაუმიზნა“, - ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს, სამხრეთ ლიბანში განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური, ჰასან ჰუსეინ სალამი დაიღუპა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.