ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰეზბოლას“ ოფიციალური წარმომადგენელი - „ჰეზბოლას“ თავისი ხალხი დაცვის ლეგიტიმური უფლება აქვს

„ჰეზბოლას“ თავისი ხალხი დაცვის ლეგიტიმური უფლება აქვს, - ამის შესახებ „ჰეზბოლას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰასან ფადლალამ განაცხადა.
„მტერი ამ დანაშაულებისთვის საფასურს გადაიხდის. ჩვენ საკუთარი ხალხის დაცვის ლეგიტიმური უფლება გვაქვს და მათ დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ჰასან ფადლალამ.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოში საჩივარი შეიტანოს.
შეგახსენებთ, გუშინ, ლიბანის ტერიტორიიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. „ჰეზბოლას“ სარაკეტო დარტყმებზე პასუხისმგებლობა არ აუღია. მოგვიანებით, ისრაელმა სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე საპასუხო საჰაერო იერიშები განახორციელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.