არქივი20 სექტემბერი, 2024, 06:22
„ჰეზბოლას“ ლიდერი - მოწყობილობების აფეთქებებით თავდასხმამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა

“ჰეზბოლას” ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადებით, პეიჯერებისა და რაციების გამოყენებით თავდასხმების განხორციელებით ისრაელმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. “ჰეზბოლას” ლიდერის მტკიცებით, ისრაელის ეს ქმედება ომის გამოცხადება იყო.
ჰასან ნასრალამ აღიარა, რომ „ჰეზბოლამ“ უპრეცედენტო დარტყმა განიცადა, მაგრამ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას და დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დააკისრებს.
ისრაელს ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ ის დგას აფეთქებების უკან, რომლის შედეგადაც, ლიბანის ხელისუფლების თქმით, 37 ადამიანი დაიღუპა და 3000 დაიჭრა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.