არქივი2 ოქტომბერი, 2024, 13:36
„ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა

„ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ლიბანის საზღვრის მახლობლად მდებარე რამდენიმე ქალაქში დილიდან გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მიმდინარე სახმელეთო ოპერაციების 36-ე დივიზიაც შეუერთდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.