ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰეზბოლამ ისრაელის ჩრდილოეთით, გოლანის მაღლობების მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა

ლიბანურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ჰეზბოლამ ისრაელის ჩრდილოეთით, გოლანის მაღლობების მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა. ეს ჰამას-ისრაელის ომის პარალელურად დაწყებული შეტაკებების დროს ერთ დღეში გაშვებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.
ინფორმაცია გოლანის მაღლობებზე თავდასხმის შესახებ თავად ჰეზბოლამ გაავრცელა და მათზე პასუხისმგებლობა აიღო. მათი ცნობით, იერიშები ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო პოზიციებზე მიიტანეს. როგორც ცნობილია, ეს თავდასხმა ისრაელის იერიშის საპასუხო ნაბიჯი იყო. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰეზბოლამ თითქმის ერთდროულად 70 რაკეტა გაუშვა, ხოლო მალევე კიდევ 30 გაისროლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰეზბოლას თავდასხმებს ზიანი არ მოუტანია, რადგან მათი დიდი ნაწილი რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.