ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰეზბოლამ“ ისრაელის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, დაიღუპა ოთხი ჯარისკაცი

„ჰეზბოლამ“ ისრაელის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, დაიღუპა ოთხი ჯარისკაცი

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ისრაელში, სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ შვიდი ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში განხორციელებულ თავდასხმებზე.
„ჰეზბოლას“ ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების გოლანის ბრიგადის სასწავლო ბანაკზე იერიში „დრონების ნაკადის“ გამოყენებით მიიტანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.