„ჰამასს“ ორმოცდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესთავაზეს

„ჰამასს“ ორმოცდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესთავაზეს , – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.
„ეს ძალიან დიდსულოვანი შეთავაზება ორმოცი დღით ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ათასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს“, – განაცხადა დევიდ კამერონმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმება საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას გამოიწვევს, რისი მიღწევაც ყველას ძალიან სურს.
„ვიმედოვნებ, რომ „ჰამასი“ ამ შეთანხმებას მიიღებს და გულწრფელად რომ ვთქვათ, მსოფლიოს მზერა მათკენ უნდა იყოს მიპყრობილი და მთელი ზეწოლა მათზე უნდა იყოს, მოწოდებით: მიიღეთ ეს შეთანხმება!“, – აღნიშნა დევიდ კამერონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!