არქივი24 ნოემბერი, 2023, 14:55
„ჰამასმა“ 12 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა
ტაილანდის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული 12 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია სად იმყოფებიან გათავისუფლებული მძევლები.
ამასთან, როგორც ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური იტყობინება, ტაილანდელი 12 მძევლის გათავისუფლება ეგვიპტის ინტენსიური ჩართულობის შედეგად მოხდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ტაილანდის მოქალაქეების გათავისუფლება, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.
არქივის შესახებპირველწყარო: newshub.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.