პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰამასმა“ „წითელ ჯვარს“ ღაზაში გარდაცვლილი ორი მძევლის ცხედარი გადასცა

„ჰამასმა“ „წითელ ჯვარს“ ღაზაში გარდაცვლილი ორი მძევლის ცხედარი გადასცა

„ჰამასმა“ „წითელ ჯვარს“ ღაზაში გარდაცვლილი ორი მძევლის ცხედარი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ისრაელში ცხედრებს სამხედრო ცერემონიით დახვდებიან, რის შემდეგაც მათ იდენტიფიკაციისთვის თელ ავივის სასამართლო მედიცინის ეროვნული ინსტიტუტში გადაასვენებენ.
ცნობისთვის, მანამდე „ჰამასის“ ლიდერმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა, რომ დაჯგუფება მზადაა, ისრაელს დარჩენილი მძევლების ცხედრები გადასცეს, თუმცა ამისთვის მათ მეტი დრო და მძიმე ტექნიკა დასჭირდებათ. მისივე თქმით, ზოგიერთი ცხედარი მიწის ან ნანგრევების ქვეშაა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.