ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰამასმა“ პალესტინურ დაჯგუფებებთან, მათ შორის „ფატაჰთან" შეთანხმება გააფორმა

„ჰამასმა“ პალესტინურ დაჯგუფებებთან, მათ შორის „ფატაჰთან“ შეთანხმება გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი, მუსა აბუ მარზუკი ავრცელებს.
„დღეს ჩვენი ეროვნული ერთიანობისთვის შეთანხმებას ვაფორმებთ და ვამბობთ, რომ ამის დასრულების გზა ეროვნულ ერთიანობაზე გადის. ჩვენ ეროვნული ერთიანობის ერთგული ვართ“, - განაცხადა აბუ მარზუკმა.
პალესტინურ დაჯგუფებებს შორის მოლაპარაკებები ჩინეთში, 21-23 ივლისს გაიმართა. შეთანხმებას ხელი 14-მა დაჯგუფებამ მოაწერა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.