ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ჰამასმა" მძევლების მეხუთე ჯგუფი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადასცა

"ჰამასმა" მძევლების მეხუთე ჯგუფი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადასცა. არსებული ინფორმაციით, დღეს დაგეგმილია 10 მძევლის გათავისუფლება, კიდევ 10 მძევალი კი ღაზის სექტორს უკვე ხვალ დატოვებს.

სამშვიდობო ზავი კიდევ 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. პარალელურად, ისრაელმა "ჰამასს" ხვალ 60 პალესტინელი უნდა გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი "ჰამასმა" მძევლად აიყვანა. ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, ღაზაში 14 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.