პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული კიდევ 20 ადამიანი გაათავისუფლა

„ჰამასმა“, კვირას ღამით, ისრაელიდან გატაცებული 20 ადამიანი გაათავისუფლა. ამის შესახებ ებრაული მედია იტყობინება.
საუბარია 13 ისრაელელზე და შვიდ უცხოელზე. ისინი ეგვიპტესა და ღაზას სექტორის საზღვარზე რაფაჰის საგუშაგოზე გადაიყვანეს და იქიდან ისრაელში გაემგზავნენ.
შეთანხმების თანახმად, ისრაელმა, თავის მხრივ, უნდა გაათავისუფლოს რამდენიმე პალესტინელი პატიმარი.
ტყვეების გაცვლა მიმდინარეობს ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში „ჰამასსა“ და ისრაელს შორის, რომელიც პარასკევს დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.