არქივი26 მარტი, 2024, 13:50
„ჰამასი“ ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდების შეწყვეტას ითხოვს
„ჰამასი“ ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდების შეწყვეტას მოითხოვს.
„ჩვენ ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდების შეწყვეტას და სახმელეთო გადასასვლელების სწრაფ და დაუყოვნებლივ გახსნას მოვითხოვთ, რათა ჰუმანიტარული დახმარება ჩვენს პალესტინელ ხალხამდე მივიდეს“, - აცხადებს „ჰამასი“.
„ჰამასის“ ცნობით, 12 ადამიანი დაიხრჩო, ხოლო 6 ჭყლეტის შედეგად დაიღუპა, როდესაც ისინი თვითმფრინავებიდან ჩამოგდებული საკვების პაკეტებამდე მიღწევას ცდილობდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.