„ჰამასი“ – კატეგორიულად ვგმობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მცდელობებს მსხვერპლი ჯალათთან გააიგივოს

„ჰამასი“ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ მისი ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნას კატეგორიულად გმობს.
„ჰამასის მოძრაობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მცდელობებს, რომ პალესტინის წინააღმდეგობის რამდენიმე ლიდერის დაპატიმრების ორდერის გაცემით, მსხვერპლი ჯალათთან გააიგივოს, კატეგორიულად გმობს“, – ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის და „ჰამასის“ ლიდერების, იაჰია სინვარისა და ისმაილ ჰანიეს დაპატიმრების ორდერი მოითხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს