„ჰამასი“ - ისრაელმა აშშ-ის მიერ შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უნდა მიიღოს, ახალი წინადადება საჭირო არ არის

დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი წინადადებები საჭირო არ არის და ისრაელი უნდა აიძულონ, დაეთანხმოს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ გეგმას, რომელიც „ჰამასმა“ უკვე მიიღო.
„ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმებას შლის, დაჟინებით აცხადებს რა, რომ ისრაელი ფილადელფის დერეფანს არ დატოვებს.
„ნუ გაებმებით ნეთანიაჰუს ხაფანგში ხაფანგში, ის იყენებს მოლაპარაკებებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის გასახანგრძლივებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს განაცხადა, რომ ძალიან ახლოსაა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლებიის გათავისუფლების შესახებ შეთანხმების საბოლოო წინადადების წარდგენასთან, რომელიც მიზნად ისახავს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის არსებული ჩიხის გარღვევას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.