ჰამასი: ისრაელის თავდასხმას ლიბანში ლტოლვილთა ბანაკზე ემსხვერპლა ჰამასის ერთ-ერთი მეთაური, მისი ცოლი და ორი ქალიშვილი

პალესტინელთა შეიარაღებული დაჯგუფება, ჰამასი, რომელიც -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულადაა შერაცხილი, იტყობინება, რომ 5 ოქტომბერს ისრაელის მიერ ლიბანში, ლტოლვილთა ბანაკზე მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაიღუპა მისი ერთ-ერთი მეთაური.
ჰამასის განცხადებით, “სიონისტების მიერ ბადდაუის ბანაკში მისი სახლის დაბომბვის შედეგად მოკლეს საიდ ატალა ალი, მისი ცოლი და ორი ქალიშვილი”, რომლებიც ლიბანის ჩრდილოეთში, ქალაქ ტრიპოლის მახლობლად არსებულ ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდნენ.
ისრაელმა არაერთხელ ამოიღო სამიზნეში ჰამასის მეთაურები ლიბანში ერთი წლის წინ ღაზაში დაწყებული ომის შემდეგ. AFP-ის ცნობით, ჰამასი იტყობინება მას მერე ლიბანში თავისი სულ მცირე, 18 მებრძოლის სიკვდილის შესახებ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში, ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი

ნიკა გვარამია – ხვალ, ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და მივდივართ მარშით რუსთაველზე – მანამდე, ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, ის, რისი უფლებაც გვაქვს