არქივი23 ნოემბერი, 2023, 14:22
"ჰამასი" გადახდებს კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟის - Binance-ის საშუალებით ახორციელებდა - მედია
მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა - Binance-ი აღიარებს, რომ "ჰამასი" გადახდებს აღნიშნული კომპანიის გამოყენებით ახორციელებდა.
ფინანსური ოპერაციები, ფულის გათეთრება და ამერიკული სანქციების დარღვევა - ამ მიზეზებით, კრიპტობირჟას $4,3 მილიარდის მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, კომპანიის დამფუძნებელი ჩანპენ ჟაო კი თანამდებობიდან გადადგება და პირადად გადაიხდის $50 მილიონის ოდენობის ჯარიმას.
Binance-ში აცხადებენ, რომ ვერ შეძლეს საკუთარი პლატფორმიდან "ჰამასის" გადახდების შეჩერება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.