“ჰამასი” აცხადებს, რომ 150 პალესტინელი გათავისუფლდება ისრაელის ციხეებიდან, შეთანხმების საფუძველზე

მძევლების გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული პაუზის შესახებ ისრაელთან მიღწეულ შეთანხმებაზე გაცხადება გაავრცელა “ჰამასმაც”.
განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა პალესტინის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით, ნათქვამია, რომ 50 მძევალი გათავისუფლდება ს ციხეებში მყოფი 150 პალესტინელი ქალისა და ბავშვის სანაცვლოდ.
“ჰამასის” განცხადებით, შეთანხმება ასევე საშუალებას მისცემს ასობით სატვირთო მანქანას, რომლებიც ატარებენ ჰუმანიტარულ დახმარებას, სამედიცინო მარაგს და საწვავს, შევიდნენ ღაზის სექტორში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის თქმით, არ იქნება თავდასხმა და არავის დააპატიმრებენ ღაზის სექტორში ბრძოლაში პაუზის დროს.
და ნათქვამია, რომ ოთხდღიანი პაუზის დროს, საჰაერო მიმოსვლა მთლიანად შეჩერდება ღაზის სამხრეთით და შეჩერდება დღეში ექვსი საათის განმავლობაში, ადგილობრივი დროით 10:00-დან 16:00 საათამდე, ჩრდილოეთ ღაზაში.
“ჰამასმა” 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გაიტაცა დაახლოებით 240 ადამიანი. იხილეთ:
· ისრაელის კაბინეტმა დაამტკიცა შეთანხმება ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ;
· კატარის განცხადებით, ისრაელსა და “ჰამასს” შორის ჰუმანიტარული პაუზა შეთანხმებულია | რას მოიცავს ის