ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა, ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის სანაცვლოდ, ყველა დარჩენილი მძევალი გაათავისუფლოს

„ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა, ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის სანაცვლოდ, ყველა დარჩენილი მძევალი გაათავისუფლოს

დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ეტაპის ფარგლებში, ღაზაში დარჩენილი ყველა მძევალი გაათავისუფლოს, - ტელეკომპანია Al Jazeera-ს ინფორმაციით, ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენ მზად ვართ მეორე ეტაპისთვის, რომლის დროსაც ტყვეების ერთბაშად გაცვლა მოხდება შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გამოიწვევს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას და ღაზადან ჯარების სრულ გაყვანას“, - აღნიშნულია „ჰამასის“ განცხადებაში.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა დაადასტურა, რომ კაიროში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს მოხდა შეთანხმების მიღწევა, რომლის თანახმადაც, „ჰამასი“ შაბათს ექვს მძევალს გაათავისუფლებს, ხუთშაბათს კი ისრაელს 4 მძევლის ცხედარს გადასცემს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.