ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ჰამასის" წინააღმდეგ ომი ღაზის სექტორში მას შემდეგ დასრულდება, რაც ისრაელი თავის მიზნებს მიაღწევს" | გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, "ჰამასის“" წინააღმდეგ ომი ღაზის სექტორში მას შემდეგ დასრულდება, რაც ისრაელი თავის მიზნებს მიაღწევს.
"ომი დასრულდება მას შემდეგ, რაც მიზნებს მივაღწევთ. ვითვალისწინებ ყველაფერს, რასაც აშშ ითხოვს და ამბობს ომის კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად, ჩვენ სერიოზულად ვიღებთ ამერიკის ქმედებებს", - ამბობს გალანტი.
კითხვაზე, როდის იგეგმება "ჰამასთან" მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება, გალანტმა განაცხადა, რომ "ეს მოხდება მაშინ, როცა/თუ ისრაელი გაზრდის სამხედრო ზეწოლას "ჰამასზე".

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.