ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰამასის“ წარმომადგენლის განცხადებით, შაბათს ოთხ ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებენ

„ჰამასის“ წარმომადგენლის განცხადებით, შაბათს ოთხ ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებენ

„ჰამასი“ შაბათს ოთხ მძევალს გაათავისუფლებს, - ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა, ტაჰერ ალ-ნუნუმ განაცხადა.
მისივე განცხადებით, პალესტინელი პატიმრების მეორე ჯგუფის სანაცვლოდ „ჰამასი“ „დაკავებულ ოთხ ისრაელელ ქალს“ გაათავისუფლებს.
ალ-ნუნუს მძევლები არ დაუსახელებია.
შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი უკვე გაათავისუფლა. შეთანხმების პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.