ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰამასის შეიარაღებულმა ფრთამ გამოაცხადა სამხედრო ხელმძღვანელის სიკვდილის შესახებ

ჰამასის შეიარაღებულმა ფრთამ გამოაცხადა სამხედრო ხელმძღვანელის სიკვდილის შესახებ

ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) შეიარაღებულმა ფრთამ 30 იანვარს განაცხადა თავისი სამხედრო ლიდერის, მოჰამად დეიფისა და სამხედრო მეთაურის მოადგილის, მარვან ისას სიკვდილის შესახებ.
ჰამასის მიერ გავრცელებული ცნობით, ისინი ბრძოლაში დაიღუპნენ.
ისრაელი დეიფს 7 ოქტომბერს ამ ქვეყანაზე ჰამასის თავდასხმის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევს. მის მიმართ 2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრ იოავ გალანტთან ერთად.
სამივე პირი სასამართლოს მიერ გამოცხადდა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილები.
ისრაელის არმია 1 აგვისტოს იტყობინებოდა, რომ ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში მოკლეს ჰამასის სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი მოჰამედ დეიფი. ისრაელის თანახმად, დეიფი ჯერ კიდევ 13 ივლისს განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად მოკლეს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.