არქივი25 ნოემბერი, 2023, 07:52
"ჰამასის" მიერ მძევლების პირველი ჯგუფის გათავისუფლება მხოლოდ დასაწყისია - ჯო ბაიდენი
"ჰამასის" მიერ მძევლების პირველი ჯგუფის გათავისუფლება მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა.
ჯო ბაიდენმა, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის მიღწევას აქტიურად ცდილობდა, აღნიშნა, რომ ზავის გახანგრძლივების შანსები რეალურია.
ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, "ჰამასის" ლიკვიდაციის მცდელობის პროცესში, ყურადღება მსხვერპლის რაოდენობის შემცირებაზე გაამახვილოს, რაც, მისი თქმით, რთული ამოცანაა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.