“ჰამასის“ მიერ გადაცემული კიდევ ოთხი მძევლის ცხედარი ღაზადან ისრაელში გადაასვენეს

“ჰამასის“ მიერ გადაცემული კიდევ ოთხი მძევლის ცხედარი ისრაელში, აბუ კაბირის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაასვენეს, სადაც მათი იდენტიფიცირება მოხდება, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„ჰამასმა“ გარდაცვლილი მძევლების ცხედრები „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ მას შემდეგ გადასცა, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ შეზღუდავდა ღაზას სექტორში დახმარების შესვლას, სანამ „ჰამასი“ 28-ვე გარდაცვლილი მძევლის ცხედარს არ დააბრუნებდა.
მანამდე, ორშაბათს, „ჰამასმა“ 20 ცოცხალი და ოთხი გარდაცვლილი მძევალი დააბრუნა.
„ჰამასი ვალდებულია შეასრულოს შეთანხმების თავისი ნაწილი და გაიღოს ყველა საჭირო ძალისხმევა, რათა ყველა მძევალი დაუბრუნდეს მათ ოჯახებს და სათანადოდ დაკრძალონ“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა „ჰამასი“ გააფრთხილა, რომ ნებისმიერი დაგვიანება ან განზრახ თავის არიდება შეთანხმების უხეშ დარღვევად ჩაითვლება და მასზე შესაბამისი რეაგირება მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…