ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ ეგვიპტეში მოლაპარაკებების ახალი ეტაპი გაიმართება

„ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ ეგვიპტეში მოლაპარაკებების ახალი ეტაპი გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ეგვიპტურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Associated Press-ის ცნობით, დღეს, ისრაელის დელეგაცია კაიროში ჩავიდა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ახალი შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, ერთკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დროს „ჰამასმა“ მძევლების დაახლოებით ნახევარი გაათავისუფლა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.