ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰამასის“ მაღალჩინოსანი - ზავის მიღწევა 24-48 საათშია შესაძლებელი, თუ ისრაელი ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს

თუ ისრაელი დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, ეს გახსნის გზას შეთანხმების მიღწევისთვის მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში. ამის შესახებ „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა.
„ჰამასის“ მოთხოვნები მოიცავს ღაზიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას.
გავრცელებული ინფორმაციით, ელჩები აშშ-დან, კატარიდან და „ჰამასიდან“ კაიროში ჩავიდნენ, სადაც მხარეები ცდილობენ მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას რამადანამდე (მუსლიმთა მარხვის თვე), რომელიც 10-11 მარტს იწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.