ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰამასის“ განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტისა და კატარის წინადადებას დათანხმდა

„ჰამასის“ განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტისა და კატარის წინადადებას დათანხმდა.
„ჰამასის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ კატარის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის დაზვერვის მეთაურს მათი წინადადების მიღების შესახებ უკვე აცნობა.
„ბურთი ახლა ისრაელის მოედანზეა“, - განაცხადა „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასმა“ ის პირობები მიიღო, რომელზეც ისრაელი უარს აცხადებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.