არქივი22 მაისი, 2024, 14:50
ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერები ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდნენ
ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია და ჰეზბოლას გენერალური მდივნის მოადგილე ნაიმ ქასემი ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდნენ – ინფორმაცია ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა.
ისმაილ ჰანია ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების უმაღლესი ლიდერია.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირები 19 მაისს, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.