ჰაკან ფიდანი - ჩემი რჩევა ამერიკელ მეგობრებს: ირანელებთან დაკავშირებული ფაილები ერთმანეთის მიყოლებით დახურეთ - ომის ხელახლა დაწყება არასწორია

ირანზე თავდასხმა არასწორია, ომის ხელახლა დაწყება არასწორია. ირანი მზადაა ბირთვულ საქმეზე ხელახლა მოლაპარაკებებისთვის, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
„ჩემი რჩევა ამერიკელ მეგობრებს: ირანელებთან დაკავშირებული ფაილები ერთმანეთის მიყოლებით დახურეთ. დაიწყეთ ბირთვული საკითხით, დახურეთ და ნუ მიიღებთ პაკეტად. თუ მათ პაკეტად წარმოადგენთ, ჩვენი ირანელი მეგობრებისთვის ამის აღქმა და გადატანა ძალიან რთული იქნება“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ეს, შესაძლოა, მათ დამამცირებლად მოეჩვენოთ და ხელმძღვანელობისთვის რთული კი რთული ასახსნელი იყოს.
„თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ყველაფერი უკეთესად ასატანი გავხადოთ, ეს დაგვეხმარება“, - აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.