ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰაკან ფიდანი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - მოლაპარაკებებთან დაკავშირებით იმედის საკმარისი საფუძველი გვაქვს

ჰაკან ფიდანი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - მოლაპარაკებებთან დაკავშირებით იმედის საკმარისი საფუძველი გვაქვს

ანკარა იმედოვნებს, რომ სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შედეგად მშვიდობის მიღწევა მოხდება, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
„მშვიდობისკენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება, თუ მხარეებს შორის უთანხმოება შემცირდება. პირადად მე მჯერა, რომ საკმარისი საფუძველი გვაქვს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით იმედისთვის. ღვთის ნებით, მოლაპარაკებების შედეგად მშვიდობას მივაღწევთ“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის, კიევისა და ანკარის დელეგაციების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.