ჰავაიზე ვულკანი ამოიფრქვა: ამოქმედებულია საგანგებო ზომები

ჰა­ვა­ის ვულ­კა­ნი კი­ლა­უ­ეა სამ­შა­ბათს დი­ლით კვლავ ამო­იფ­რქვა, რა­მაც მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ხი­ფა­თო პი­რო­ბე­ბი შექ­მნა.

ამოფრქვე­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით სა­ღა­მოს 6:21 სა­ათ­ზე დას­რულ­და. ვულ­კა­ნი­დან გა­მო­ი­ყო ვულ­კა­ნუ­რი ქა­ნე­ბი­სა და ფერ­ფლის ნა­ზა­ვი, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა და­ი­კე­ტა და გარ­კვე­უ­ლი ფრე­ნე­ბი გა­უქ­მდა.

  • აშშ-ის გე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, სამ­შა­ბათს მომ­ხდა­რი ამოფრქვე­ვა ძლი­ე­რი ლა­ვის შად­რევ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რო­მელ­თა სი­მაღ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით 1300 ფუტს (და­ახ­ლო­ე­ბით 400 მეტრს) აღ­წევ­და.

    •  

      USGS-ის მეც­ნი­ე­რე­ბის მთა­ვა­რი შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნი ვულ­კა­ნუ­რი აი­რია, რო­მე­ლიც ქა­რის მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს და ადა­მი­ან­თა ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნას. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ჰა­ერ­ში მისი კონ­ცენ­ტრა­ცია მა­ღალ დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა.

      ამოფრქვე­ვე­ბის არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხა­სი­ა­თის გამო, ჰა­ვა­ის ოლ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით სიფრ­თხი­ლის ზო­მე­ბი გა­ამ­კაც­რეს. მა­ცხოვ­რებ­ლებს ურ­ჩე­ვენ, მო­ამ­ზა­დონ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ნაკ­რე­ბი, მათ შო­რის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი, რო­გო­რი­ცაა წყა­ლი, საკ­ვე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო მა­რა­გი.

      კი­ლა­უ­ეა ჰა­ვა­ის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობს. მისი სი­მაღ­ლე 1247 მეტ­რია. იგი დე­და­მი­წის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ ვულ­კა­ნად ით­ვლე­ბა. ინ­ტენ­სი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბის ფა­ზა­ში 2011 წლის 6 მარტს შე­ვი­და.

      კი­ლა­უ­ეა უკა­ნას­კნე­ლად 1952, 1954 და 1955 წლებ­ში ამო­იფ­რქვა.

      წყა­რო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”