ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 3,5-ჯერ მაღალია, ვიდრე ევროკავშირში

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში ყოველ 100,000 მოსახლეზე 3,5-ჯერ მაღალია, ვიდრე ევროკავშირში, - ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტში აცხადებენ.
როგორც ISET-ი World health organization-ზე დაყრდნობით წერს, 2019 წლის მაჩვენებლების მიხედვით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 92.8-ს შეადგენს, ევროკავშირში კი 26.1-ს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მხოლოდ 2019 წელს საქართველოში ჰაერის დაბინძურების მიზეზით 5 220 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნული მაჩვენებლების თანახმად, ყოველ 100 000 ქართველზე ყოველწლიურად დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერით გამოწვეული 130.6 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება რაც მნიშვნელოვნად აღემატება როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ მაჩვენებელს, ისე რეგიონში, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაცემებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.