ჰააგაში სანდრო გეგეჭკორისა და ცოტნე ზედგინიძის კონცერტი გაიმართა

ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში, ჰააგის სამეფო კონსერვატორიის, „ამარეს“, ორგანიზებით, ახალ ეკლესიაში ახალგაზრდა თაობის გამორჩეული ქართველი მუსიკოსების – სანდრო გეგეჭკორისა და ცოტნე ზედგინიძის კონცერტი გაიმართა.
ახალგაზრდა ხელოვანებმა, რომლებმაც არაერთ წარმატებას მიაღწიეს და უკვე არიან აღიარებული განსაკუთრებულად ნიჭიერ მუსიკოსებად, ჰოლანდიელი მსმენელისთვის დასავლეთევროპელი და ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორებისა და საკუთარი საავტორო ნაწარმოებები შეასრულეს. ორივე მუსიკოსი მსმენელისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ნიდერლანდების სამეფოში სანდრო გეგეჭკორს იცნობენ „პოდიუმ კლასიეკზე“ და 2022 წელს „კონცერტგებაუში“ შესრულებული ნაწარმოებებით, ცოტნე ზედგინიძისთვის კი ეს ამ ქვეყანაში პირველი კონცერტია.
კონცერტმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ფესტივალის მიმდინარეობისას ცოტნე ზედგინიძის სოლო, საავტორო კონცერტი გაიმართება ბრიუსელშიც, ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“. კონცერტის შემდეგ ნორჩი მუსიკოსი ბელგიელ ახალგაზრდა კომპოზიტორებს, მუსიკოსებსა და სამუსიკო სკოლების მოსწავლეებს შეხვდება და ისაუბრებს თავისი შემოქმედებისა და, ზოგადად, მუსიკის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ