ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯუღელი ნეაპოლში ჩაფრინდა - დასწრება მატჩზე და დასკვნითი მოლაპარაკება შვებულებიდან დაბრუნებულ დე ლაურენტისთან

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლში ჩაფრინდა, სადაც დღეს "პარტენოპეისა" და "ბოლონიას" შორის სერია A-ს მე-2 ტურის შეხვედრას დაესწრება.
წყაროს ცნობით, "მარადონაზე" იქნება გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც, რომელიც შვებულებიდან დაბრუნდა.
ჯუღელი და დე ლაურენტისი მატჩის მერე ერთმანეთს შეხვდებიან და კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგლძრივებაზე ერთ-ერთ დასკვნით მოლაპარაკებას გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "ბოლონიას" დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.