ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში ჩავა, კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის შანსი გაიზარდა" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლი" შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "კვარას" აგენტი მამუკა ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში გაემგზავრება და ნეაპოლური კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
"ჯუღელის იტალიაში აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება და მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ისაუბრებენ, ქართველის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია, ჩავის "ბარსელონაში" დარჩენამ კვარაცხელიას "ბლაუგრანაში" გადასვლის შანსი გაზარდა, "კვარა" დიდი ხანია რაც ესპანელი სპეციალისტის სასურველი ფეხბურთელების სიაში მოწინავე ადგილს იკავებს", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით
ყველა ტურნირზე ჯამში 41 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა.
ნუ წერთ ამ უაზრობას რომ ბარსაში წავა კვარა ! ხავის შეიძლება მართლა უნდა კვარას წაყვანა მაგრამ მაგის ფული აქვს ბარსას ? ის ფულისტი ლაურა 100 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის კვარას და შეიძლება 130 მილიონსაც არ მოუცვალოს ფეხი ! ამდენი ფული პრემიერ ლიგის გუნდებს პსჟ-ს და რეალს აქვს რეალი გამორიცხულია და რჩება პრემიერ ლიგა ან პსჟ

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.