ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯულიან სმიტი - უკრაინის ნატო-ში მიწვევა მოკლევადიან პერიოდში არ იგეგმება

ჯულიან სმიტი - უკრაინის ნატო-ში მიწვევა მოკლევადიან პერიოდში არ იგეგმება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოკლევადიან პერსპექტივაში არ გეგმავს უკრაინის ნატო-ში მიწვევას, რასაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი „გამარჯვების გეგმის“ პირველი პუნქტი ითვალისწინებს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჯულიან სმიტმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებისთვის ოფიციალური მიიწვიონ, დიპლომატმა გაიხსენა ალიანსის ოფიციალური პოზიცია, რომ კიევის ალიანსში გაწევრიანების გზა შეუქცეველია.
„ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ ალიანსი საუბრობდეს მოკლევადიან პერსპექტივაში მოწვევაზე. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მეგობრებთან უკრაინაში საუბარს იმის შესახებ, თუ რა გზების გავლა შეუძლიათ მათ ალიანსში გასაწევრიანებლად“, - დასძინა სმიტმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის პარლამენტში „გამარჯვების გეგმა“ წარადგინა, რომლის პირველი პუნქტი ნატო-ში უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.