ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი – ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ ხარჯები, რაც თავდაცვის სამინისტრომ გაიღო, საჭიროება იყო

ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ ხარჯები, რაც გაიღო თავდაცვის სამინისტრომ, საჭიროება იყო, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
დიმიტრი ხაჩიძის თქმით, თანხა, რომელიც სამინისტრომ გადაიხადა, მოიცავდა არა მხოლოდ აპარატურის ფასს, არამედ მის მონტაჟს, ოთახის მოწყობასა და ა.შ.
„მოწმეებმა განაცხადეს, რომ ის აპარატურა, რის შესყიდვასაც ედავება ბრალდების მხარე, რომ ძვირად იყიდა, მის მონტაჟს, მოტანას, ჭირდებოდა რამდენიმე ეტაპი. თუ ჩვენ მხოლოდ აპარატურის ფასს ვიანგარიშებთ, შეფუთულს და დასაწყობებულს, მაშინ შეიძლება სხვაობა გამოგვივიდეს, მაგრამ როგორც მოწმემ განაცხადა, ამ აპარატურის დამონტაჟებას და საბოლოოდ მწყობრში მოყვანას სერიოზული ხარჯები აქვს და ეს ხარჯი არ შედის ფასში. თავდაცვის სამინისტრომ რა თანხაც გადაიხადა, ხელშეკრულებით მასში შედიოდა მოტანა, მონტაჟი, ოთახის მოწყობაც და ყველაფერი. შემომტანმა თქვა, რომ დაახლოებით 100-200 დოლარამდე ჯდება ოთახის მოწყობა.
მოწმე, რომელიც იყო წარმოდგენილი, ბრალდების მოწმედ ვერ განიხილება. მათი ჩვენების მიხედვით, ის ხარჯები, რაც გაიღო თავდაცვის სამინისტრომ, თავისი მონტაჟით, მოწყობით და მიმდინარე ხარჯებით, საჭიროება იყო – ეს ყველა მოწმემ დაადასტურა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია