ჯუანშერ ბურჭულაძე: კონსულტაციები ერთად გავმართეთ, ეს იყო საერთო აზრი, მათ შორის ივანიშვილის, პრემიერის, ყოფილი პრემიერის

მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს. საამაყო თითქმის 5 წელი იყო, რაც თავდაცვის სამინისტროში გავატარე – მადლობელი ვარ კობახიძის, ახალი პრემიერის, მან მთელ გუნდს შემოგვთავაზა თანამდებობებზე დარჩენა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მას თანამდებობის დატოვება, ჯერ კიდევ ს პრემიერ-მინისტრობის დროს სურდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს. ეს იყო საამაყო თითქმის 5 წელი, რაც გავატარე თავდაცვის სამინისტროში. ბუნებრივია, პრემიერი შეიცვალა, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები. დიდი მადლობელი ვარ ირაკლი კობახიძის, ახალი პრემიერის, მან მთელ გუნდს შემოგვთავაზა თანამდებობებზე დარჩენა, თუმცა, მე ზოგადად, მას შემდეგ, რაც კოდექსი მივიღეთ, ეს იყო ძირითადი სამართლებრივი აქტი, რაც უწყებაში ოდესმე მიღებულა, თხოვნა მქონდა პრემიერთან წასვლასთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა მთხოვა, ჯერ არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება. ბუნებრივია, პრინციპულად ვერ შევძლებდი ამ თანამდებობაზე ჩემს მოღვაწეობას“,- აღნიშნა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ჯარში ბევრი პოზიტივი შეიტანეს.

„კონსულტაციები ერთად გავმართეთ, ეს იყო საერთო აზრი, მათ შორის ივანიშვილის, პრემიერის, ყოფილი პრემიერის. დარწმუნებული ვარ, ჯარში ჩვენ ძალიან ბევრი პოზიტივი შევიტანეთ“,- აღნიშნა ბურჭულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ