არქივი9 აგვისტო 2026, 02:06
ჯო უილსონი - „ქართული ოცნება” ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას, თუმცა მაინც ამერიკას უყენებს მოთხოვნებს?

„ქართული ოცნება” ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას, თუმცა მაინც ამერიკას უყენებს მოთხოვნებს? - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.
“როგორც ვეჭვობდით, ირანელი ტერორისტები ქართულ კომპანიებს სანქციებისგან თავის ასარიდებლად, ფულის გასათეთრებლად და ამერიკული ინტერესებისთვის ძირის გამოსათხრელად იყენებენ. “ქართული ოცნება” ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას, თუმცა მაინც ამერიკას უყენებს მოთხოვნებს?” - წერს უილსონი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.