ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო უილსონი - ქართველ ხალხს ამერიკა და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უყვარს - ამერიკა მათ გვერდით უნდა დადგეს

ჯო უილსონი - ქართველ ხალხს ამერიკა და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უყვარს - ამერიკა მათ გვერდით უნდა დადგეს

ქართველ ხალხს ამერიკა და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უყვარს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ისინი საპროტესტო აქციებს აწყობენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, პოტენციური დიქტატორის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც მათ თავს ესხმის და მათ ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის რეჟიმზე ჰყიდის. ამერიკა მათ გვერდით უნდა დადგეს“, - წერს ჯო უილსონი X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.