ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო უილსონი - სლოვაკეთი და უნგრეთი არასწორად და შეცდომაში შეყვანის შედეგად ბლოკავენ ევროკავშირის სანქციებს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ - ტრამპი ამას გამოასწორებს

ჯო უილსონი - სლოვაკეთი და უნგრეთი არასწორად და შეცდომაში შეყვანის შედეგად ბლოკავენ ევროკავშირის სანქციებს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ - ტრამპი ამას გამოასწორებს

სლოვაკეთი და უნგრეთი არასწორად და შეცდომაში შეყვანის შედეგად ბლოკავენ ევროკავშირის სანქციებს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ, ტრამპი ამას გამოასწორებს.
ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"სლოვაკეთი და უნგრეთი არასწორად და შეცდომაში შეყვანის შედეგად ბლოკავენ ევროკავშირის სანქციებს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ირანულ რეჟიმსა და ომის დამნაშავე პუტინზე ყიდის საქართველოს. ეს შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ტრამპი ამას გამოასწორებს", - წერს უილსონი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.