არქივი15 აპრილი, 2025, 23:51
ჯო უილსონი საქართველოზე - მნიშვნელობა არ აქვს ყალბი პარლამენტი რას ამბობს, ჩვენ არასდროს შევწყვეტთ დახმარებას

ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი ქართველი ხალხისთვის საერთაშორისო დახმარების აკრძალვას ცდილობს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მნიშვნელობა არ აქვს ეს ყალბი პარლამენტი რას ამბობს, ჩვენ არასდროს შევწყვეტთ დახმარებას. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა წინ!” , - წერს უილსონი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.