ჯო უილსონი – რიჩარდ კოლსთან შეხვედრაზე განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაში დავეხმაროთ

-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარ რიჩარდ კოლსთან შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრეს.
უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ შეხვედრის დროს განიხილეს, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაში დაეხმარონ.
„როჩარდ კოლსთან შეხვედრაზე განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ომის დამნაშავე პუტინის, ირანის რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის შესაჩერებლად და დავეხმაროთ ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაში“, – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამუნა კეკენაძე: დიუშენის მქონე ბავშვების პრობლემებს გავყვებით ბოლომდე, რომ ეს არ იყოს მორიგი მოტყუება, როგორიც ფასების შემცირების კუთხით ჰქონდათ – პრემიერი მალე მოდის პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ამისთვისაც უნდოდა ე.წ. პოზიტიური იმიჯის შექმნა