არქივი21 იანვარი 2025, 12:55
ჯო უილსონი კობახიძეზე: ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერი პრეზიდენტ ტრამპის მეგობარი არაა და მალე თავს სანქცირებულთა სიაში აღმოაჩენს

აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისთვის მეორედ გაპრეზიდენტების მილოცვას ეხმიანება.
“ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის. ის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანული რეჟიმის პაიკია და მალე თავს აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში აღმოაჩენს. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ის მეგობარი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე იყო!” – წერს ჯო უილსონი სოცქსელ X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.