არქივი19 იანვარი, 2025, 01:25
ჯო უილსონი - კანონის უზენაესობის მქონე დემოკრატიებში დიქტატურის აგრესიის ღერძი იჭრება, რომელსაც უძღვებიან პუტინი და ტირანები - მადურო, კიმ ჩენ ინი, დიაზ-კანელი და ივანიშვილი - ტრამპი ამას გამოასწორებს

კანონის უზენაესობის მქონე დემოკრატიებში დიქტატურის აგრესიის ღერძი იჭრება - ტრამპი ამას გამოასწორებს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„კონფლიქტში ვართ, რომელიც არ აგვირჩევია. როდესაც კანონის უზენაესობის მქონე დემოკრატიებში დიქტატურის აგრესიის ღერძი იჭრება იარაღის უზენაესობით, რომელსაც უძღვებიან ომის დამნაშავე პუტინი, ჩინეთის კომუნისტური პარტია, ირანული რეჟიმი და ტირანები მადურო, კიმ ჩენ ინი, დიაზ-კანელი და ივანიშვილი. ტრამპი ამას გამოასწორებს“, - წერს უილსონი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.